თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრების ვიზიტი
26 ივნ 2018
 

 26 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (TT LAG) ესტუმრნენ ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელის თავმჯდომარე ლიგიტა სმაგურაუსკაინე და წევრი პოვილას საულევიუსი. პროექტის ფარგლებში, შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)".

თეთრიწყაროს ლაგის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ლიტველმა სტუმრებმა განიხილეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ფუნქციონირებისა და LEADER მიდგომის განხორციელების მიზნები და საფუძვლები. თეთრიწყაროს მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა, სტუმრებს გააცნო მუნიციპალიტეტის მუშაობის სტრუქტურა და მათი თანამშრომლობის არსი ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელის ვიზიტის მიზანს თეთრიწყაროში, ENPARD პროექტის მსვლელობის მონიტორინგი წარმოადგენდა. ისინი აქტიურად აკვირდებოდნენ მუშაობის პროცესებს, დისკუსიის ფარგლებში სტუმრებს თეთრიწყაროს ლაგის წევრებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ რათა უკეთ გაცნობოდნენ, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის გამართული ფუნქციონირება ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარების პროცესში. მონიტორინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო LEADER მიდგომის პრინციპებს, აღნიშნული მიდგომის ეფექტურობას და მისი გამოყენებით სოფლის განვითარების პროცესების ხელშეწყობას.

RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD -ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს“ (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4910
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6756
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები