თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კოდაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს
24 მაი 2018
 

24 მაისს კოდის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით, სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.

შეხვედრას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და გაფართოება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა ითვალისწინებს:

 ახალი ქსელის მოწყობას;

7 ჭაბურღილისა და 900მ³ მოცულობის რეზერვუარის მშენებლობას;

სატუმბი სადგურისა და 500მ სიგრძის წყლის გადამცემი ქსელის მოწყობა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჭაბურღილიდან მოპოვებული წყლის რეზერვუარში გადაცემა და

საქლორატოროს მშენებლობა სადაც მოხდება სასმელი წყლის დეზინფექცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5264
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6756
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები