18 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე ე.წ ვარხუნოს დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული დასახლების ძირითად პრობლემას სასმელი წყლის დაზიანებული ქსელი წარმოადგენს,რომელიც ვერ უზრუნველყოფს დასახლების წყლით მომარაგებას, ერეკლე კუხიანიძე ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და ე.წ (წყაროს) წყლის ქსელის აღდგენა-რეაბილიტაციას შეპირდა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობას აქტიურობისკენ და მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა ამასთანავე მიაწოდა ინფორმაცია გამგებლის მრჩეველთა საბჭოს გადახალისების შესახებ და აღნიშნა, რომ საბჭოს შემადგენლობის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია საბჭოს შემადგენლობა გამგებელს თვითონ წარუდგინოს მოსახლეობამ.ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს მაქსიმალურად იყოს დაცული მოქალაქეების ინტერესები.
სიახლეები
შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან
მნახველთა რაოდენობა: 3990
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1723
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1917
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2044
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































