თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალსოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
05 აპრ 2017
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სტიქიის შედეგად დაზიანებული 12700 მ2 მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 2016 წელს მოსული უხვი ნალექების შედეგად ჩამონადენი წყლით  მოხდა გზის სავალი ნაწილის გამორეცხვა და დაზიანება, მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები. პროექტის მიხედვით გზაზე მოეწყობა  ორი ტიპის საფარი: 1695 მ სიგრძის მონაკვეთზე - ქვიშა-ხრეშოვანი  და 845 მ მონაკვეთზე - არმირებული ბეტონის საფარი, გათვალისწინებულია    სანიაღვრე არხების და გზასთან არსებულ მიბმებთან გადასასვლელების მოწყობა რკინა-ბეტონის ანაკრები ღარებით და ლითონის ცხაურებით.

შედეგად საავტომობილო გზა განვლადი იქნება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებისათვის და  უსაფრთხო გადაადგილების საშუალება ექნება  ახალსოფელში მცხოვრებ  120 ბენეფიციარს.

პროექტის ღირებულება ხელშეკრულებით - 338 999.99 ლარი

განხორციელების ვადები - 02.03.2017-29.06.2017

კონტრაქტორი კომპანია - შპს „გზამშენგრუპი“

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4733
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6755
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები