ქალაქ თეთრიწყაროში სასმელი წყლის 2 ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, ქ. თეთრიწყაროში, მოსახლეობის სასმელ-საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, ვარხუნოს რეზერვუარის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით, 2 ჭაბურღილი მოეწყობა. პროექტის განხორციელების შედეგად, გაიზრდება სასმელი წყლის დებეტი და ქ. თეთრიწყაროში მცხოვრები 3100-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი ამ ეტაპზე დასრულებულია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ამასთანავე, წყალმომარაგების კომპანიის მიერ, ხორციელდება საპროექტო სამუშაოები დაბა მანგლისში სასმელი წყლის დებეტის გაზრდის და მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის, მიმდინარე წელს დაგეგმილია მანგლისის საყოფაცხოვრებო აბონენტების გამრიცხველიანებაც.
აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ქ. თეთრიწყაროში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ, 2 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განახორციელდა. წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად, შემცირდა წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდა როგორც სასმელი წყლის ხარისხი, ასევე მიწოდების გრაფიკი.
სიახლეები
ქ. თეთრიწყაროში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
20 მარ 2017
მნახველთა რაოდენობა: 4484
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1723
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1917
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2044
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა









































