თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან
26 მარ 2014
 

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში 26 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გენდერული ბიუჯეტის საკითხებზე მომუშავე ჯგუფთან მუშა შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ორგანიზაცია გაეცნო მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების პრობლემებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემების მობილიზაციას, იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულსა და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფებს. შეხვედრა მუნიციპალიტეტში არსებულ „ქალთა ოთახში“ გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯომარე გიორგი დალაქიშვილიც ესწრებოდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5281
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6755
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები