თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი - ,,დანერგე მომავალი"
10 მარ 2015
 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ახალი პროექტის - „დანერგე მომავალი“ -დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესი დღეიდან დაიწყო.

პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით.
დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი (პროექტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით), თანმდევ დოკუმეტაციასთან ერთად, რის შემდგომაც, სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დასამტკიცებლად წარუდგენს თანადაფინანსების კომიტეტს, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სააგენტო განახორციელებს სანერგე მეურნეობის დაფინანსებას. 
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგად 1 000 – 1 200 ჰა-ზე გაშენდება თანამედროვე ტიპის ბაღი და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3246
 
 
 
სიახლეები
იან 00
930
ივლ 02 ოთხ 2025
3230
ივნ 27 პარ 2025
3126
აგვ 12 სამ 2025
3369
ივლ 01 ორშ 2024
6090
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    930
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1245