13 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ტრენინგი ჩაუტარდათ მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და მასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრებს.
ტრეინინგის თემა იყო : „ადგილობრივი თვითმმართველობის არსი, უფლებამოსილებები, ადგილობრივი ბიუჯეტი და მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში“. ტრეინინგის ჩასატარებლად არასამთავრებო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასიამ“ მოიწვია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ კონჯარია. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, ტრენინგის მსვლელობის პროცესსში გამგებელმა მიმართა საბჭოს წევრებს, ისაუბრა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და აქტიურობაზე.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ მხარდაჭერით.
სიახლეები
„თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ტრენინგები დაიწყო
13 ივლ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3641
სიახლეები
იან 00
445
იან 00
827
იან 00
1188
აპრ 16 ხუთ 2026
1375
იან 00
1728
თებ 26 ხუთ 2026
2004
მარ 16 ორშ 2026
2239
იან 00
2068




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა













































