არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“-ს ორგანიზებით, 20 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა მორიგი ტრენინგი თემაზე „ მოქალაქეთა მონაწილეობა ქალაქის დაგეგმარების პროცესში“. ტრენინგს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, არქიტექტორი ირაკლი ჟვანია.
ტრენინგის დასრულების შემდგომ, სამუშაო ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე ობიექტები და იმსჯელეს მათი ფუქნციური დატვირთვის სამომავლო პერსპექტივებზე.
პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ მიზანია, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით ქ. თეთრიწყაროს ცენტრალური უბნების კეთილმოწყობის საპროექტო წინადადებების შემუშავება, რომელიც შემდგომ წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგეობას განსახილველად. ამ მიზნით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან შეიქმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელის ფუნქციას ქალაქის დაგეგმარების ხედვის შემუშავება წარმოადგენს. პროექტს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველო“-ს და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“ გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობით.
სიახლეები
ტრენინგი „მწვანე კავკასია“-ს პროექტის ფარგლებში
20 ივლ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3818
სიახლეები
იან 00
445
იან 00
827
იან 00
1188
აპრ 16 ხუთ 2026
1375
იან 00
1728
თებ 26 ხუთ 2026
2004
მარ 16 ორშ 2026
2239
იან 00
2068




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა













































