სოფელ პანტიანში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სასმელი წყლის დამატებითი რეზერვუარის და ქსელის მოწყობა, აგრეთვე სათავე ნაგებობის და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია.
სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა, სოფლის ნაწილს კი წყლის სისტემის დაზიანების გამო, საერთოდ არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მოსახლეობა ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით.
პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს. ,,დაგ-დეველოპერი". პროექტის ღირებულება ხელშეკრულებით 169 927.76 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2016 წლის 01 ივლისს და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2016 წლის 29 ოქტომბერს.
სიახლეები
პანტიანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
19 აგვ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4656
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1721
ივლ 03 პარ 2026
1666
ივლ 02 ხუთ 2026
1917
ივლ 03 პარ 2026
1724
მაი 26 სამ 2026
2041
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































