28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მორიგი თათბირი გაიმართა ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლები და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ტბისი-კუმისის სარწყავის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე სამუშაოები, დასახლებათა შეშით მომარაგების საკითხები და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ, საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურები.
ბესიკ წიკლაურმა მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისათვის, ისაუბრა მუნიციპალიტეტის დასახლებებში სამელიორაციო სისტემების მოწესრიგების მნიშვნელობაზე და მელიორაციის კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს გამგებლის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს და ისაუბრეს სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროცესში არსებული პრობლემების ერთობლივი გადაჭრის გზებზე.
ბესიკ წიკლაურმა გამგებლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეშით მომარაგების საკითხებზე და ამ კუთხით დასახლებებში არსებული პრობლემების თაობაზე. ამასთანვე, იმსჯელეს მიწის გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესახებ, გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებმა გამგებლის წარმომადგენლებს განუმარტეს კანონით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემების სრულყოფის პროცესში თვითმმართველობის კომპეტენციებს მიკუთვნებული კანონით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ
სიახლეები
შეხვედრა მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლებთან
30 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3997
სიახლეები
იან 00
445
იან 00
827
იან 00
1188
აპრ 16 ხუთ 2026
1375
იან 00
1728
თებ 26 ხუთ 2026
2004
მარ 16 ორშ 2026
2239
იან 00
2068




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა











































