11 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა/სემინარი, რომლის მიზანს წარმოადგენდა ტურისტული მომსახურების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება და ტურისტულ სფეროში არსებული ვითარების გაცნობა. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი თორნიკე გაგუა, რომელმაც ისაუბრა თეთრიწაროს ტურისტულ პოტენციალზე, წარმოადგინა პრეზენტაცია ტურიზმის განვითარების ტენდენციების შესახებ და ამომწურავად უპასუხა დამსწრეთა მიერ დასმულ სხვადასხვა საინტერესო შეკითხვებს. შეხვედრას ესწრებოდნენ: სასტუმროს მეპატრონეები, დაინტერესებული პირები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
სიახლეები
იან 00
434
იან 00
819
იან 00
1179
აპრ 16 ხუთ 2026
1363
იან 00
1717
თებ 26 ხუთ 2026
1992
მარ 16 ორშ 2026
2226
იან 00
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა











































