თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური
13 იან 2017
 

წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩნების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალური ნაგავსაყრელები შესაბამისი სტანდარტებით დახურა და მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური. შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა. თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალური ნაგავსაყრელები შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ 2013 წელს გადაეცა. ნაგავსაყრელებზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონებზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელები ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ თეთრიწყაროს და წალკის ძველი ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დახურა და აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის სოფელ ალგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას მარნეულის კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. გადამტვირთი სადგურები აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს. თეთრიწყაროს და წალკის არსებული ნაგავსაყრელების დახურვისა და მათთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში 427 933 ლარი შეადგინა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 ნაგავმზიდი მანქანა გადასცა. ნაგავმზიდი მანქანები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3124
 
 
 
სიახლეები
იან 00
923
ივლ 02 ოთხ 2025
3211
ივნ 27 პარ 2025
3110
აგვ 12 სამ 2025
3351
ივლ 01 ორშ 2024
6076
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    923
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1239