თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ,,აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
14 აპრ 2025
 
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ,,აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევის პრეზენტაციას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად დაესწრო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვასა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის დონე უმჯობესდება და წლიდან-წლამდე მატულობს სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა, რაც ძირითადად სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებული მექანიზმებისა და პროგრამების დანერგვას უკავშირდება. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული ენის მაღალ დონეზე შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად, კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით გაგრძელდება კონსოლიდირებული ძალისხმევა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობები და 2030 წლისთვის დასახული გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები წარმატებით იქნას მიღწეული.
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის მნიშვნელობაზე, დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა.
კვლევის შედეგების შესახებ მოკლე ანგარიში დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის „საზოგადოებრივი დამცველის“ მიერ მომზადდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები
 
 
მნახველთა რაოდენობა: 575
 
 
 
სიახლეები
 

    2025 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    30
     
    სიახლეები

     

    Loading...