თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სამხარეო ადმინისტრაციაში
10 სექ 2015
 

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა.
სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 ძირითადი საკითხი.

რეგიონის მასშტაბით უკვე განხორციელებული კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ ლევან ჟვანიამ.
მხარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების წინაშე მოხსენებით წარდგა აგრეთვე „მერსი ქორფსის“ პროგრამის კოორდინატორი მაია მოსიაშვილი. მან სხდომის წევრებს გააცნო რეგიონში პირუტყვის გადასარეკ ტრასებთან დაკავშირებული პრობლემები.
რეგიონის მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის საკითხს ეხებოდა ქვემო ქართლში ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის ეზეკი ინწკირველის ინფორმაცია.
გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა გააცნო რუსთავის პირველი დიაგნოსტკური ცენტრის დირექტორმა მერი ლოლაძემ.
ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის შესახებ სასაუბროდ კი გუბერნატორის ადმინისტრაციას სტუმრობდა საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე. საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ დეტალურად იმსჯელეს ასევე სკოლის ხელმძღვანელმა პირებმა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის სამომავლო გეგმები მიზნად ისახავს საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული მმართველობის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ქვემო ქართლის რეგიონის მოხელეებს სხდომაზევე შესთავაზეს სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დასასრულს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ხომერიკმა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში პროექტების მიმდინარეობის პროცესი შეაფასა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5057
 
 
 
სიახლეები
იან 00
1705
ივლ 02 ოთხ 2025
4035
ივნ 27 პარ 2025
3946
აგვ 12 სამ 2025
4243
ივლ 01 ორშ 2024
6878
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    იან 00
    1705