თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ვირთვისის კანიონი
27 ივნ 2025
 
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ბირთვისის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის პროცესის გამარტივებას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. პროექტი გათვლილია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებზე. ბირთვისის ისტორიულ-კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის მოწყობა ბუნებაში მინიმალური ჩარევით ხორციელდება.
ბირთვისის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ამლევის მხრიდან, გადასახედი პლატფორმა, სამი დაკიდებული ხიდი, საქანელა, კოტეჯები და ზიპლაინი. განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს დაცულ ტერიტორიებზე პირველი ვია ფერატას მოწყობა-ეს არის კლდოვან რელიეფზე მოწყობილი მარშრუტი, რომელიც ექსტრემალური და აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.
შეხვედრას რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები ილია ჯალაღანია, გიგა ნამიჭეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3955
 
 
 
სიახლეები
იან 00
1714
ივლ 02 ოთხ 2025
4045
ივნ 27 პარ 2025
3956
აგვ 12 სამ 2025
4251
ივლ 01 ორშ 2024
6891
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1714