თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების, თეთრიწყაროს მუნიციპალური განყოფილების უფროსი, ზურაბ როსტიაშვილი, მუნიციპალიტეტიდან ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად მეორე ეტაპზე შერჩეულ წვევამდელებს შეხვდა.
05 ივნ 2025
 
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების, თეთრიწყაროს მუნიციპალური განყოფილების უფროსი, ზურაბ როსტიაშვილი, მუნიციპალიტეტიდან ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად მეორე ეტაპზე შერჩეულ წვევამდელებს შეხვდა.
პირველ ეტაპზე ახალგაზრდები გაივლიან საწყისი საბრძოლო მზადების კურსს (BCT).
საქართველოს თავდაცვის კოდექსის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა შერჩევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე;
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში;
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები და ანაზღაურება:
საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვის ვადით - 765 ლარის ოდენობით;
საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვის ვადით - 635 ლარის ოდენობით;
უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვის ვადით სერჟანტებისთვის - 1275 ლარის, ხოლო ოფიცრებისთვის - 1530 ლარის ოდენობით.
11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები ჩაირიცხებიან რეზერვში.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ირაგის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგი ალთუნაშვილმა წვევამდელები დალოცა, პარაკლისი გადაიხადა და მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3782
 
 
 
სიახლეები
იან 00
1714
ივლ 02 ოთხ 2025
4045
ივნ 27 პარ 2025
3956
აგვ 12 სამ 2025
4251
ივლ 01 ორშ 2024
6892
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1714