2026-11-26
სამშვილდის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.
სამშვილდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ველური ბუჩქნარის, ჯაგნარისა და სარეველა მცენარეებისგან გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.
აქციაში მონაწილეობდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, მერის პირველი მოადგილე თემურ შუბითიძე, მოადგილე რამაზ გულბანი, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
სამუშაოების მიზანია ისტორიული ძეგლის ტერიტორიის მოწესრიგება, მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენა და ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა.
2026-11-26
სოფელ არდისუბანში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არდისუბანში, მე-6 ქუჩაზე, გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 190 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება.
მიმდინარე სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, პირველ მოადგილე თემურ შუბითიძესთან, მოადგილე რამაზ გულბანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 122 000 ლარამდეა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება
<<<1>>>
სიახლეები
ნოემ 26 ხუთ 2026
38
ნოემ 26 ხუთ 2026
78
ნოემ 17 სამ 2026
1413
ნოემ 16 ორშ 2026
1374
ნოემ 15 კვ 2026
1637




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
