თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
03 ივნ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ ენაგეთში, საღრაშენსა და ჯვარაში 60 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლების მშენებლობის დასრულება, მიმდინარე წლის აგვისტოშია გათვალისწინებული. აღნიშნული პროექტები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მათი ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 3 000 000 ლარს აღემატება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა: საკლასო ოთახები, კლასლაბორატორიები ,ბიბლიოთეკები და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსები, ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობისა და საკანალიზაციო სისტემები.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ქორიძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4901
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
960
იან 00
2313
ივლ 02 ოთხ 2025
4703
ივნ 27 პარ 2025
4555
აგვ 12 სამ 2025
4905
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
960