კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, აქტიურად მიმდინარეობს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ნუშის მეურნეობის ხელმძღვანელთან, თორნიკე ლათათიასთან ერთად სამუშაო პროცესს გაეცნენ. სოფელ ენაგეთის მიმდებარედ 60ჰა მიწის ნაკვეთზე ადგილობრივმა შველიძეების ოჯახმა სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების ფარგლებში ნუშის ბაღი გააშენეს. გაშენების პროცესი 2019 წლიდან დაიწყო, დღეისათვის 27 000-მდე ნერგია დარგული.ადგილზე სეზონურად დასაქმებულია 60 ადგილობრივი, ხოლო სისტემატიურად 12. სახელმწიფო დაფინანსების სახით ბაღების კომპონენტი ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას, რომლის ფარგლებშიც სამმა ბენეფიციარმა სახელმწიფო თანადაფინანასების სახით 315 000 ლარი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” 20 მაისიდან ამოქმედდება რომლის ფარგლებშიც ფერმერებს გარკვეული შეღავათებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.
სიახლეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
16 მაი 2020
მნახველთა რაოდენობა: 3975
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
იან 00
448
იან 00
830
იან 00
1191
აპრ 16 ხუთ 2026
1375
იან 00
1728
თებ 26 ხუთ 2026
2004
მარ 16 ორშ 2026
2240
იან 00
2068




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
















































