თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია
15 ოქტ 2015
 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ და „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი-ინტელექტი“ ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ანხორციელებს პროექტს ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა შეხვედრა,რომელსაც ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი და თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები.
პროექტი მიზანად ისახავს ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების სამართლებრივ და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას და სტიქიის შედეგად დაზარალებული, განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების აღრიცხვის სისტემის შექმნას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4821
 
 
 
სიახლეები
იან 00
923
ივლ 02 ოთხ 2025
3206
ივნ 27 პარ 2025
3104
აგვ 12 სამ 2025
3345
ივლ 01 ორშ 2024
6070
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
923
ნოემ 27 ხუთ 2025
1237