თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა გოლთეთის მოსახლეობასთან წყალმომარაგების საკითხებზე
06 თებ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრა გაიმართა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გოლთეთის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

2019 წელს გამოცხადდა ტენდერი სოფლების წინწყაროს, გოლთეთის, მაწევანის, ქოსალარის, დიდი და პატარა დურნუკის, ხაიშის და ქოთიშის წყალმომარაგების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 1 მაისამდე განხორციელდება, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელსვე გამოცხადდება შესყიდვა სამუშაოებზე. ხელშეკრულების ღირებულება 130 000, 00 (ასოცდა ათი ათასი და 00 თეთრი) ლარს შეადგენს.

შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები და გაცნობოდნენ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზეhttp://tenders.procurement.gov.ge/public/?go=331076&lang=ge

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3794
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1911
იან 00
2944
ივლ 02 ოთხ 2025
5393
ივნ 27 პარ 2025
5223
აგვ 12 სამ 2025
5761
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1911