თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
23 სექ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრები გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დონდუა, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე სოფელ წინწყაროს, ქოსალარის და ხაიშის მოსახლეობას შეხვდნენ და პირადად გაეცნენ თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მნიშვნელოვანი პროგრამების და პროექტების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიეცათ შესაძლებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები და გაცნობოდნენ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სოფელ წინწყაროს და ქოსალარის მოსახლეობამ ძირითად საჭიროებად სასმელ წყალზე და სკოლამდელი აღზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობა დაასახელა, ხოლო ხაიშის მოსახლეობამ - სოფელში სპორტული ინფრასტრუქტურის და შიდა გზების მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შედგენისას მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული თითოეული დასახლების განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებები. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 7 700 000 ლარზე მეტი ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ძირითადი მიმართულებაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლებში საპირფარეშოების მოწყობა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და სხვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3607
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1912
იან 00
2945
ივლ 02 ოთხ 2025
5395
ივნ 27 პარ 2025
5224
აგვ 12 სამ 2025
5762
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1912