თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაბა მანგლისში არტ-ფესტივალი "ბეგა-ფესტი" გაიმართა
01 სექ 2019
 

31 აგვისტოს, მულტიფუნქციური არტ-ფესტივალიბეგა-ფესტიდაბა მანგლისში წელს პირველად გაიმართა. მანგლისის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში, წარმოდგენილი იყო ხელოვნების ნიმუშები, ინდივიდუალურ ხელოვანთა ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

გამოფენები წარმოადგინა ..იპ. თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრმა, კოდის სათემო განათლების ცენტრმა, წინწყაროს სათემო ფონდმაკოდორი 2013“ და .... თეთრიწყაროს ახალგაზრდულმა ცენტრმა. საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა .... თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ყაზახაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ფესტივალის მონაწილეებს, მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ბეგა-ფესტი დამკვიდრდება როგორც მანგლისის ტრადიციული ფესტივალი და კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: .... კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები: „გუდარეხი“ „სამება“, „დიდგორი“ „ლომისი“. მუსიკალური საღამო ჯგუფრეგიონისკონცერტით და Dj ROMA J – მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა. ფესტივალს ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. არტ-ფესტივალისბეგა-ფესტისმიზანია, მანგლისში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, მანგლისის, როგორც უძველესი ქრისტიანული, კულტურული კერის და საკურორტო დასახლების პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევა. სამომავლოდ, დაბა მანგლისში, „ბეგა-ფესტიხელოვანების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ხელოვანების ჩართულობით, მასშტაბური კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. ფესტივალი გაიმართა მანგლისის განვითარების ფონდის ინიციატივით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მარდაჭერით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3278
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4063
ივნ 27 პარ 2025
3978
აგვ 12 სამ 2025
4268
ივლ 01 ორშ 2024
6904
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734