თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
09 აგვ 2019
 

ქალაქ თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია, შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, მათ შორის ამორტიზებული ხის კარ-ფანჯრების შეცვლა, ჭერის რეაბილიტაცია. ამასთანავე, მოეწყობა შესაბამისი სტანდარტების, თანამედროვე საგამოფენო სივრცე.

პროექტი ხორციელდება, ასოციაციასამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG)-ის მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, საგრანტო კონკურსის შედეგად მიღებული გრანტით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით. თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია 11 ათასამდე ექსპონატი, მათ შორის, გვიანი ქვის ხანის (ძვ..აღ VII-IV სს) არქეოლოგიური მასალა, ასევე, ეთნოგრაფიული, ისტორიული მასალები, ნუმიზმატიკური კოლექციები, ხელოვანთა ნამუშევრები და ..

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიმდინარე სამუშაოებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე გაეცნო. პროექტის საერთო ბიუჯეტია 253,980.82 ლარი, აქედან, აპლიკანტის თანამონაწილეობა 17%- შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული 2018-2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, განვითარების პროექტების დაფინანსების გზით. სწორედ ასეთ პროექტს წარმოადგენს ქალაქ თეთრიწყაროში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3230
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961
იან 00
2316
ივლ 02 ოთხ 2025
4703
ივნ 27 პარ 2025
4559
აგვ 12 სამ 2025
4907
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961