თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ბორბალოში ამბულატორიის შენობის რეაბილტაცია მიმდინარეობს
06 აგვ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სოფელ ბორბალოს საექიმო ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის მიხედვით შეიცვლება შენობის სახურავი კარ-ფანჯარა. მერი ბორბალოს საექიმო ამბულატორიაში ვიზიტისას, დამსახურებულ ექიმს, ქალბატონ ლია ვაშაყმაძეს შეხვდა და პირადად მოისმინა ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების საჭიროებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ახალი ამბულატორიის შენობა აშენდება სოფელ პანტიანში, ხოლო სოფელ კოდის, ბორბალოს, ვაშლოვნის და ორბეთის ამბულატორიებში განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს სოფლად მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისზე ხელმისაწვდომობას.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამბულატორიის შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 178 327 ლარი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3283
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916
იან 00
2946
ივლ 02 ოთხ 2025
5396
ივნ 27 პარ 2025
5225
აგვ 12 სამ 2025
5764
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916