თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ ქ. თეთრიწყაროში სეპარირების სისტემა დანერგა
05 ივნ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თეთიწყაროში მყარი ნარჩენების მართვისთვის სეპარირების სისტემა დანერგა. ქალაქში 8 ლოკაციაზე, განლაგებულია სხვადასხვა მასალის შეგროვებისათვის განკუთვნილი განსხვავებული ფერის ყუთები, რომლებშიც განცალკევებით ხდება რეციკლირებადი მასალების სხვადასხვა ფრაქციის - პლასტმასის, ქაღალდის, მინის და ლითონის შეგროვება. შეგროვებული მასალის გადატანა მოხდება, სპეციალურ სასაწყობე შენობაში და დაექვემდებარება შემდგომ დამუშავებას. დაუშვებელია ნარჩენის განთავსება ყუთზე მითითებული ნიშნის დარღვევით! მუნიციპალიტეტის მერია პარალელურად მუშაობს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმაზე, რომლის მიხედვით, განისაზღვრება გრძელვადიან პერსპექტივაში, მუნიციპალიტეტის დასახლებებში მყარი ნარჩენების სეპარირების სისტემის დანერგვის ეტაპები.

#ნარჩენებისმართვა #სეპარირება #თეთრიწყარო

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3533
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2947
ივლ 02 ოთხ 2025
5397
ივნ 27 პარ 2025
5226
აგვ 12 სამ 2025
5765
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917