თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობები მოწესრიგდება
30 მაი 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგების მიზნით, ტენდერები გამოაცხადა. 

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, პირველად საჭიროებად გამოიკვეთა სკოლების საპირფარეშოებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლაში, დიდი თონეთის, წინწყაროს, ბოგვის, ერტისის, ირაგის,ალექსეევკის, ჭივჭავისა და სამშვილდის საჯარო სკოლების შენობებში მოეწყობა და მოწესიგდება სველი წერტილები, ხოლო ალექსეევკის საჯარო სკოლას პარალელურად ჩაუტარდება სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები.
სველი წერტილები ასევე მოეწყობა და მეტალოპლასტმასის ფანჯარები დამონტაჟდება ქ. თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლაში, ხოლო №1 სკოლის შენობაში საკლასო ოთახების კარებები შეიცვლება ახლით.


აღსანიშნავია, რომ ხსენებულ სკოლებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა გადაუდებელ მოწესრიგებას საჭიროებს, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შემდგომ, მოსწავლეები და პედაგოგები უზრუნველყოფილნი იქნებიან სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის პირობებით.


ჩასატარებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება ჯამში 459 285 ლარს შეადგენს.
მიმდინარე ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე:http://procurement.gov.ge/. (განცხადების ნომრები: NAT19001024, NAT190010245, NAT190010162, NAT190010159)

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3045
 
 
 
სიახლეები
იან 00
930
ივლ 02 ოთხ 2025
3232
ივნ 27 პარ 2025
3129
აგვ 12 სამ 2025
3371
ივლ 01 ორშ 2024
6094
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
930
ნოემ 27 ხუთ 2025
1245