თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა.
16 ივლ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი უძღვებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს სოფელ მარაბდაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, სოფელ შავსაყდარში მისასვლელი გზის, დაბა მანგლისში თამარ მეფის ქუჩის და ქ. თეთრიწყაროში გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე სოფელ ვაშლოვანში მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები.

ბერდია ხვისტანმა თითოეული კომპანიის წარმომადგენლისაგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
კონტრაქტორ კომპანიებს პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისათვის, შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3613
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2947
ივლ 02 ოთხ 2025
5397
ივნ 27 პარ 2025
5226
აგვ 12 სამ 2025
5765
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917