თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს
15 ივლ 2019
 

24 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა სამუშაო თათბირი გამართეს ინსპექტირების ორგანოს - კომპანია „ოპტიმალ გრუპ +“-ის და კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს, მერიის დაკვეთით მიმდინარე, კოდა-ვაშლოვნის დამაკავშირებელი 4.7 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის, სოფელ შავსაყდრამდე მისასვლელი 3 კმ -იანი გზის, ქ. თეთრიწყაროში შიდა ქუჩების და სოფელ ჭივჭავში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები.

გიორგი ქორიძემ და ბერდია ხვისტანმა თითოეული კომპანიის წარმომადგენლისაგან პირადად მოისმინეს დეტალური ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

მერის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დათქმულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისათვის, სამუშაო თათბირები კონტრაქტორ კომპანიებთან ყოველკვირეულად გაიმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3078
 
 
 
სიახლეები
იან 00
928
ივლ 02 ოთხ 2025
3216
ივნ 27 პარ 2025
3116
აგვ 12 სამ 2025
3358
ივლ 01 ორშ 2024
6082
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
928
ნოემ 27 ხუთ 2025
1244