თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სპორტული სკოლის მოსწავლეებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
15 ივლ 2019
 

23 მაისს, ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს სპორტული სკოლის შოტოკან კარატე-დოს ოლიმპიური სახეობის სექციის მოსწავლეებმა, სხვადასხვა კატეგორიის ქამრების მისაღებად, გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი მიშა მახარაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს სპორტული სკოლის კარატე-დოს სექციის მოსწავლეებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით და მწვრთნელების: მინდია აფციაურის და ვასო მაღლაკელიძის დამსახურებით, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს. სკოლას სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჰყავს მსოფლიო თასის გამარჯვებულები, ევროპის ჩემპიონები, მსოფლიოს პრიზიორები და საქართველოს ჩემპიონები.

ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს სპორტული სკოლა ადგილობრივ ბავშვებს, უფასოდ სთავაზობს - შოტოკან კარატე-დოს საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4476
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2948
ივლ 02 ოთხ 2025
5399
ივნ 27 პარ 2025
5227
აგვ 12 სამ 2025
5767
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917