ქ. თეთრიწყაროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი სპორტული მოედანი აშენდება.
პროექტის მიხედვით, ქალაქში მდებარე ე.წ. გარისის სტადიონის ტერიტორიაზე არსებულ მოედანს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, რომელზეც სამომავლოდ შესაძლებელი იქნება ეროვნული დონის სარაგბო და საფეხბურთო ტურნირების ჩატარება. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ასევე ტრიბუნას, რომელიც გათვლილი იქნება 405 მაყურებელზე და დამონტაჟდება სკამები. აშენდება გასახდელები თავისი სველი წერტილებით, საზოგადოებრივი საპირფარეშო და ორი ადმინისტრაციული ოთახი.
პროექტი ხორციელდება ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG)-ის და ააიპ თეთრიწყაროს განვითარების ფონდის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მიღებული გრანტით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით .
პროექტის ჯამური ინვესტიცია 259 958 ლარს შეადგენს.
სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის 27 მაისიდან დაიწყება და სექტემბერში დასრულდება.
სიახლეები
თეთრიწყაროში ახალი სპორტული მოედანის მშენებლობა იწყება
15 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4004
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
855
ივლ 06 ორშ 2026
1719
ივლ 03 პარ 2026
1664
ივლ 02 ხუთ 2026
1913
ივლ 03 პარ 2026
1722
მაი 26 სამ 2026
2038
ივნ 11 ხუთ 2026
2050




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა











































