თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
09 მაი 2019
 

  9 მაისს . თეთრიწყაროში ფაშიზმზე გამარჯვების 74- წლისთავი აღინიშნა
კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მუხაშავრიამ, გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალი. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა თეთრიწყაროს წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა პავლე ზურაბიანმა
  თეთრიწყაროს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 4 ვეტერანს: 102 წლის აშოტ არუთინიანს (.თეთრიწყარო), 95 წლის ვასილ გიგოლაშვილს (სოფ.კოდა), 95 წლის არმენ დავითაშვილს (სოფ.კოდა) და 94 წლის არჩილ თეგაძეს (სოფ.შავსაყდარი) მუნიციპალიტეტის მერიამ სასაჩუქრე კალათები გადასცა და ერთჯერადი დახმარების სახით, გაიცა თანხა თითოეულ ვეტერანზე 500 ლარის ოდენობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4726
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1913
იან 00
2945
ივლ 02 ოთხ 2025
5395
ივნ 27 პარ 2025
5224
აგვ 12 სამ 2025
5763
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1913