თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
21 მარ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ააიპთეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრშიღონისძიება გაიმართა, რომელშიც ასეთი სინდრომის მქონე მოზარდებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის თანამშრომლები დაესწრნენ. გიორგი ქორიძემ და ბერდია ხვისტანმა დაუნის სინდრომის მქონე პატარებს: მიშა შავაძეს და რატი ხოზრევანიძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გიორგი ქორიძე ბავშვების მშობლებსაც გაესაუბრა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ადგილობრივი ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ სხადასხვა აქტივობებში და ერთობლივი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ღონისძიების მიზანი იყო, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების წახალისება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 2011 წელს გამოცხადდა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღინიშნება სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4019
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4704
ივნ 27 პარ 2025
4561
აგვ 12 სამ 2025
4908
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961