თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ინტელექტ-ჩემპიონატზე "თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდა
19 მარ 2019
 

  19 მარტს . თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატიეტალონიგაიმართა, რომელშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებულმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა
მიღებული ქულების მიხედვით, „2019 წლის თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლისწოდება . თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს მათე ალთუნაშვილს მიენიჭა. მეორე ადგილზე გავიდა №1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ თეგაძე, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი . თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დიანა აკოფიანი გახდა. მაღალი ქულები დააგროვეს ასევე დიდი თონეთის, ერტისის, ჭივჭავის, წინწყაროს, ენაგეთის და . თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ კონკურსის მონაწილეებს მიღწეული შედეგები მიულოცა და საჩუქრად ვიზუალური ენციკლოპედია-ფოტოპედია გადასცა. “ეტალონისწამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის თეთრიწყაროს ეტალონ მოსწავლეს“, ნინო ახუაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და მშობლები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ინტელექტ-ჩემპიონატისეტალონისგამარჯვებულ მოსწავლეს მათე ალთუნაშვილს მიღწეულ შედეგს და წარმატებას უსურვებს პროექტის თითოეულ მონაწილეს
აღსანიშნავია, რომ მერიაეტალონისმონაწილე მოსწავლეებისათვის ყოველწლიურად უზრუნველყოფს ექსკურსიის ორგანიზებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4691
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
930
ივლ 02 ოთხ 2025
3232
ივნ 27 პარ 2025
3129
აგვ 12 სამ 2025
3371
ივლ 01 ორშ 2024
6094
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
930
ნოემ 27 ხუთ 2025
1245