თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში საანაგრიშო პრეზენტაცია გაიმართა
16 მარ 2019
 

15 მარტს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ახალგაზრდების
გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის"” საანგარიშო პრეზენტაცია გაიმართა,
რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ
სამაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევევისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული პირები
დაესწრნენ.

განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევების და ცენტრის მიერ, სამომავლოდ დასახული გეგმების შესახებ ინფორმაცია აუდიტორიას ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა გააცნო.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის ჩატარდა პროექტების წერის, ფონდების მოძიების, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, ლიდერობის და .. საგანმანათლებლო ტრენინგები.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივ ახალგაზრდებს მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობების და ინიციატივების განხორციელებაში. მერიამ 2018 წელს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს ფუნქიონირებისათვის, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შენობა გადასცა, რომელიც ახალგაზრდებმა სხვადასხვა მცირე საგრანტო პროგრამების დახმარებით, გაარემონტეს და განათავსეს სხვადასხვა სივრცეები. დღეის მდგომარეობით, მოპოვებული გრანტების მეშვეობით, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 26 677 ლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტები. ამასთანავე, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში, კულტურულ და გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ცენტრში იმართება მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, ფილმის ჩვენებები, ინტელექტუალური შეჯიბრებები
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მოწვევით, . თეთრიწყაროს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ეწვია, რომელიც ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს უფასოდ ასწავლის ინგლისურ ენას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3751
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
928
ივლ 02 ოთხ 2025
3216
ივნ 27 პარ 2025
3116
აგვ 12 სამ 2025
3358
ივლ 01 ორშ 2024
6082
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
928
ნოემ 27 ხუთ 2025
1244