თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში წარმატებულ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს
08 მარ 2019
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, ქალთა დღესასწაულები პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს . თეთრიწყაროში მცხოვრებ ქალბატონებს: საქართველოს დამსახურებულ ექიმს გულნარა გიგაურს და ახალგაზრდა კინორეჟისორს თინათინ ბეკოშვილს.

პროფესიით მეან-გინეკოლოგი გულნარა გიგაური, 63 წელია რაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს ღირსების ორდენის კავალერის, საუკუნის წარმატებული ექიმის, თეთრიწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება.

ახალგაზრდა კინორეჟისორი, დოკუმენტური ფილმის მე ვარ გოდერძი ჩოხელი ავტორი, თინათინ ბეკოშვილი აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში: . თეთრიწყაროში ხელმძღვანელობს საბავშვო თეატრს და მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში, წერს ლექსებს, მუშაობს რომანზეც, რომლის გამოცემასაც უახლოეს მომავალში აპირებს. თიკო მუშაობს მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში არსებული ტაძრებისა და კულტურული ძეგლების შესახებ, ახალი დოკუმენტური ფილმის სცენარზეც, რომელსაც კინორეჟისორი შესაბამისი სპონსორის მოძიების შემთხვევაში გადაიღებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4227
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4706
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4910
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961