თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის საკითხებზე
14 თებ 2019
 

14 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ  შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის„  წყალმომხმარებელთა განვითარების ხელშეწყობის ჯგუფმა, შპს „საქართველოს მელიორაციის“ სერვის ცენტრის წარმომადგენლებმა,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერიის თანამშრომლებმა შეაჯამეს პროექტით გათვალისწინებული ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის მომსახურების ტერიტორიაზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერთა საინიციატივო ჯგუფებთან შეხვედრების მორიგი რაუნდი.

წყალმომხმარებლების ჯუფების/საბჭოების მონაწილეობის განხორციელება გულისხმობს საპროექტო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის პროექტის ჯგუფის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ტექნიკური პრობლემების ერთობლივ იდენტიფიცირებას,  მათი მხრიდან ტექნიკური საკითხების წარმოდგენას და განხილვას, რათა საპროექტო ორგანიზაციის მიერ შიდა-სამეურნეო ქსელების დეტალური პროექტის მომზადებისას მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ფერმერების/წყალმომხმარებლების ინტერესები.

იანვრის მდგომარეობით, ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის  მომსახურების ტერიტორიაზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფერმერების/წყალმომხარებელების წარმომადგენელთა თანხმობით ფორმირებულია ექვსი წყალმომხმარებლების სამუშაო ჯგუფი/საბჭო, რაც უზრუნველყოფს მათ ორგანიზებულ ჩართულობას საპროექტო სამუშაოების განხორციელების პროცესში.

ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის წყალმომხმარებლების სამუშაო ჯგუფების  ბაზა

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4875
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4706
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4910
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961