თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო საპროექტო წინადადებების მიღება
04 იან 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო საპროექტო წინადადებების მიღება.

ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ..) შეუძლია გადმოიწეროს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდიდან  საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ.დანართი/ბმული), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინონ მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნან მერიის უფლებამოსილ პირებს (.. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მათ ფორმის შევსებაში.

ასევე შესაძლებელია , მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - meria@tetritskaro.gov.ge

აგრეთვე შესაძლებელია, მოქალაქე დაუკავშირდეს მერიის უფლებამოსილ პირს/სამსახურს კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (მაგ, ტელეფონით) და აუხსნას მას საკუთარი პროექტის იდეა. კომუნიკაციის შედეგად შეთანხმების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი თავად შეავსებს საპროექტო განაცხადს და პროექტის ავტორის გრაფაში მიუთითებს იდეის ავტორის მონაცემებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილი პირები არიან:

ნატო ალთუნაშვილი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი

T: 591 653 688

ელ-ფოსტა:  tetritskaroinfra@gmail.com

ნათია ებრალიძე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

T: 598 65 61 61

ელ-ფოსტა: natiaebralidze1995@gmail.com

საპროექტო წინადადების ფორმა .docx

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4050
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4706
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4910
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961