თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრები მოსახლეობასთან
05 დეკ 2018
 

  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შიდასამეურნეო ქსელის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების შესახებ, 5 დეკემბერს სოფელ ჯორჯიაშვილში და ასურეთში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ამავე პროექტის წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ქაჯაიამ. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: საქართველოში მსოფლიო ბანკის მისია ვილფრიდ ჰანდერტმარკის ხელმძღვანელობით, რეგიონალური ექსპერტი გევორგ მიჩიკიანი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ალგეთი-ტბისი-კუმისის სერვისცენტრის წარმომადგენლები. 

2018 წელს „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, დასრულდა ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის ძირითადი/მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, პროექტის მეორე ეტაპზე იგეგმება შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის 20 სოფელს: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი, ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, ძველი მარაბდა, ახალი მარაბდა, ქოთიში, ხაიში, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი და ქოსალარი. შედეგად გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობები, მოხდება სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარება. 

აღსანიშნავია, რომ შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება 2019 წლიდან დაიწყება და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4349
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2948
ივლ 02 ოთხ 2025
5399
ივნ 27 პარ 2025
5227
აგვ 12 სამ 2025
5767
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917