თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

რეგიონული დასაქმების ფორუმი თეთრიწყაროში
28 სექ 2018
 

  28 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგიონული დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის რეგიონის 20-მდე მსხვილმა დამსაქმებელმა და 200-მდე სამუშაოს მაძიებელმა. ფორუმის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ რეგიონში მოქმედ კომპანიებს და მათი აქტიური ვაკანსიების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია. ასევე ადგილზე გაცნობოდნენ ფორუმზე წარმოდგენილ დამსაქმებელთა შემოთავაზებებსა და პირობებს.

ფორუმი გაიმართა ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)-ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით. ფორუმი გახსნეს და დასაქმების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტის მენეჯერმა ნელი რევაზიშვილმა, RDFG_ის დასაქმების პროგრამის მრჩეველმა ლელა მაისურაძემ და სოციალური სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა.

დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს არსებულ ვაკანსიებთან წვდომა გაუადვილოს, ხოლო დამსაქმებლებს კი ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებაში დაეხმაროს. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტის ფარგლებში გამოცხადებული პირველი საგრანტო კონკურსის რამდენიმე გამარჯვებულიც. RDFG-ის დასაქმების პროგრამა ხორიელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში და უმუშევარ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ და შრომით ინკლუზიაში, კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარების განვითარებაში ეხმარება.

 ფორუმს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 19882
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2948
ივლ 02 ოთხ 2025
5399
ივნ 27 პარ 2025
5227
აგვ 12 სამ 2025
5767
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917