თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

აფხაზეთის ომის გმირების გახსენება
27 სექ 2018
 

 27 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სასულიერო პირებთან, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად დაბა მანგლისში აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარის მოძღვარმა მამა გიორგი მალხაზიშვილმა.

აფხაზეთის ომის მოვლენები გაიხსენეს სოფელ ასურეთშიც და პატივი მიაგეს ბაბუშერას აეროპორტთან დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ასურეთის ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგი ფეიქრიშვილმა გადაიხადა. 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ბაბუშერას აეროპორტთან, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, რომელთაგან 108 დაიღუპა. საბედისწერო რეისის მგზავრებს შორის შვიდი მებრძოლი იყო სოფელ ასურეთიდან: ძმები - სოსო და კობა გურგენიძეები, მათი ბიძაშვილი როსტომ გურგენიძე, ხვიჩა კაციტაძე, ჯუმბერ (ელგუჯა) გოცირიძე, ბესიკ მურუსიძე და დათო ავალიანი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებზე გასცემს ფულად დახმარებას 500 ლარის ოდენობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4019
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
930
ივლ 02 ოთხ 2025
3230
ივნ 27 პარ 2025
3126
აგვ 12 სამ 2025
3369
ივლ 01 ორშ 2024
6090
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
930
ნოემ 27 ხუთ 2025
1245