თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

WASH საკითხების განხილვა
25 სექ 2018
 

  სასმელი წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრისათვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN). WASH საკითხების (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) მოგვარების მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან განხორციელდება ერთობლივი საპილოტე პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში და სოფელ წინწყაროს საბავშვო ბაღში: შეიცვლება სასმელი წყლის ავზები და დამონტაჟდება ფილტრები, შემოიღობება გოლთეთის სკოლის ტერიტორია. სამომავლო გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტისწყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელადფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩამოყალიბდა თეთრიწყაროს WASH საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. საბჭო სამომავლოდ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს WASH საკითხების მოგვარებაში და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4779
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4071
ივნ 27 პარ 2025
3981
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6908
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734