თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალი სასწავლო წელი
17 სექ 2018
 

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე .თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. მერმა წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებაშიც მიიიღო მონაწილეობა და პირადად გადასცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

 .თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და სკოლის მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა. სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მერის მოადგილემ ლია ზურებიანმა.

 2017-2018 სასწავლო წლისათვის მუნიციპალიტეტის მაშტაბით, 13 საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულს პროგრამაჩემი პირველი კომპიუტერისფარგლებში, საჩუქრად გადაეცა პორტატული კომპიუტერები, საშუალო სკოლის 14 წარჩინებულ კურსდამთავრებულს გადაეცა ოქროს მედალი, ხოლო 8 მოსწავლეს - ვერცხლის მედალი. მიმდინარე წელს დარეგისტრირდა 250 პირველკლასელი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5851
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918