თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები თეთრიწყაროში
10 აგვ 2018
 

  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქვემო ახალშენში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევების არქეოლოგიური შესწავლა და გაწმენდა მიმდინარეობს. გასუფთავდა ტაძრის სამხრეთი მინაშენი, ჩრდილოეთ მინაშენის ნაწილი და მოხდა ტაძრის სამი პერიმეტრის შესწავლა. სამშენებლო ფენების შესწავლის შედეგად დადგინდა მშენებლობის პერიოდი: ტაძარი თავდაპირველად აშენებულია დაახლოებით VII საუკუნეში, შემდგომ აღდგენილია ადრეულ შუა საუკუნეებში და განახლებულია მისი სამხრეთი მინაშენი, ხოლო შუა საუკუნეების გვიან ეტაპზე კვლავ დანგრეულა.
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა სამხრეთ მინაშენის განახლების დროს აშენებული მე-13 საუკუნის კანკელი, რომელიც მიმობნეული იყო სამხრეთ-ჩრდილოეთ და გარე პერიმენტრზე. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა განთავსდა .თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
გათხრების შედეგად ასევე აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების ჭურჭელის ფრაგმენტები, გაიწმინდა სამხრეთ მინაშენში 2 სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა კერამიკა და დაფიქსირდა 6 ზრდასრულის და 4 ბავშვის უსისტემოდ იყო მიმოფანტული ჩონჩხები, რაც მიანიშნებს, რომ ისინი არ არიან დაკრძალულნი, არამედ ტაძრის ნგრევის შედეგად არიან გარდაცვლილნი. არქეოლოგები ნგრევის მიზეზად 1283 წელს საქართველოში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ვარაუდობენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის ქეთევან დიღმელაშვილის ინფორმაციით, არქეოლოგიური შესწავლის პირველი ეტაპი დასრულდა. არქეოლოგები საინტერესო აღმოჩენებს ელოდებიან შემდგომ ეტაპზე ჩრდილოეთ მინაშენის შესწავლის შედეგად, რომელიც თავდაპირველი მშენებლობის შემდგომ არ განახლებულა
ქვემო ახალშენში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას 2006 წელს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5717
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3984
აგვ 12 სამ 2025
4273
ივლ 01 ორშ 2024
6911
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735