თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წარმატებული ბიზნესსაქმიანობა
10 აგვ 2018
 

  ადგილობრივი მეწარმე ზვიად სუხიტაშვილი სოფელ ჯორჯიაშვილში რამოდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტს ფლობს და წარმატებით ახორციელებს ბიზნესსაქმიანობას.
. თეთრიწყაროს მიმართულებით მიმავალი მგზავრის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს სოფლის ცენტრში მდებარე ყველასათვის კარგად ცნობილი მარკეტი და მცირე აგრო-ბაზარი, სადაც ადგილობრივების მიერ გასაყიდად გამოტანილია სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქტები: ბოსტნეული და რძის ნაწარმი
ბაზართან ახლოს მდებარე სუპერმარკეტის თავისუფალ სივრცეში შესაძლებელია დაინტერესებულ პირები ადგილზე გაეცნონ ქართული თონის პურის ცხობის პროცესს. მეწარმე სამომავლოდ გეგმავს ჩურჩხელის და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების წარმოებას.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა სასაკლაო მუნიციპალიტეტში სიდიდის მიხედვით ერთადერთია, რომელიც უზრუნველყოფს დღის განმავლობაში შესაბამის მომსახურებას ცხოველთა დიდ რაოდენობაზე. აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულია 6 ადგილობრივი მაცხოვრებელი, მეწარმე სამომავლოდ გეგმავს საქონლის ფერმის მშენებლობას და ნახევარფაბრიკატების საამქროს გახსნას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისათვის შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. სოფელშივე მდებარეობს სპეციალური მაღაზია, სადაც შესაძლებელია სამშენებლო - საყოფაცხოვრებო მასალების შეძენა. დღეის მდგომარეობით ზვიად სუხიტაშვილის კუთვნილ სხვადასხვა ობიექტზე დასაქმებულია 12 ადამიანი.
შრომისმოყვარეობა, საჭირო ცოდნა და სათანადო უნარები, მუდმივი სწრაფვა სიახლეებისა და ცვლილებებისაკენ, რომელიც ამავე დროს მიმართულია საზოგადოების სასარგებლოდ ყოველთვის არის წარმატებული შედეგის მომტანი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5475
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4071
ივნ 27 პარ 2025
3981
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6908
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734