თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონკურსი შეხვეტილას თემის სოფლებს შორის
04 აგვ 2018
 

  3 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხოტში კონკურსი შეხვეტილას თემის სოფლებს შორისსოციალური პროექტების შედგენაგაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო შეხვეტილას თემის 9 სოფელმა. ჟიურიმ აღნიშნული კონკურსის მონაწილე სოფლებიდან გამოვლინდა 5 გამარჯვებული სოფელი:
არხოტი: „სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაცია/გაკეთება“ - 4000 ევრო
ჯვრისხევი: „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათიბელას შეძენა“ – 3500ევრო
ქვემო ჭინჭრიანი: „ხის მასალის შეძენა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“ – 3400ევრო
დიდი ნამტვრიანი: „ხის მასალის შეძენა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“- 2100 ევრო
კოდისწყაროსატვირთო მანქანისთვის ნაწილების შეძენა“ – 2000 ევრო
ღონისძიებადაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“- (SPPA-საქართველო) პროგრამის ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის დახმარებით განხორციელდა.
პროგრამის ეფექტური მართვისთვის შეიქმნა მრჩეველთა რეგიონული საბჭო -ალგეთი, რომლის შემადგენლობაში შედიან: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
SPPA-
საქართველო წარმოადგენს 5 წლიან პროგრამას (2014-2019), რომელიც დაფინანსებულია KFW განვითარების ბანკის მიერ და რომლის მიზანია ოთხი დაცული ტერიტორიის - ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის განვითარებისა და მიმდებარე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5298
 
 
დატოვეთ კომენტარი (1)
 
 
მზია ქარქუზაშვილი
აგვ 23 ხუთ 2018
14:00
შეხვედრა შედგა თანხაც გამოიყო სოფ. არხოტისთვის.თანხის ათვისებაც მოხდა ეს თანხა გაიყვეს ოთხმა ოჯახმა და დამთავრდა ამით.მანგლისიდან არხოტისკენ მომავალი გზა ალბათ ძალიან შემაწუხებელი იყო თითოეული თქვენგანისთვის იქნებ იმ გზის გრეიდერით გადახვეტა სჯობდა.თქვენთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მარტო თანხის გამოყოფა წარმოადგენს.იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ გზის გაწმენდაში.ასე მგონია მარტო მე მაწუხებს ასეთ საშინელ გზაზე მგზავრობა.სოფ.არხოტის წარმომადგენელი ვარ პირადად მეც.
 
სიახლეები
იან 00
930
ივლ 02 ოთხ 2025
3233
ივნ 27 პარ 2025
3129
აგვ 12 სამ 2025
3371
ივლ 01 ორშ 2024
6094
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
930
ნოემ 27 ხუთ 2025
1245