თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ააიპ „თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში“
03 აგვ 2018
 

  ააიპთეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი. თეთრიწყაროში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს და წარმოადგენს ადგილობრივი ახალგაზრდების შეკრებისათვის ერთადერთ სივრცეს, სადაც შესაძლებელია იდეების და ხედვების გაზიარება, ერთობლივი სამოქმედო გეგმების დასახვა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, პროექტისახალგაზრდების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისათვისგამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოპოვებული გრანტით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა, ეზო, 2 ოთახი შეხვედრებისათვის და სველი წერტილები.
აღნიშნული პროექტის გაცნობის მიზნით, 1 აგვისტოს ახალგაზრდული ცენტრის შენობაში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თემის განვითრების პროგრამის გრანტების მენეჯერი ანი ნადირაშვილი და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ლუსინე დოსტიბეგიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს მალხაზ სამაშვილს შეხვდნენ.

ააიპთეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრსფუნქციონირებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა. სამომავლოდ იგეგმება ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5301
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918