თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან
30 ივლ 2018
 
   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელ ასურეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ ღვინის წარმოების პროცესს და მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის განვითარების საჭიროებების შესახებ
ადგილობრივი მეწარმე ალექსანდრე ჭიჭინაძე 1881 წელს გემანელების მიერ აშენებულ საოჯახო მარანში, „ასურეთული შალასნახევრად მშრალ, მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოს აწარმოებს. მეწარმის სამომავლო გეგმებში შედის არსებული წარმოების გაფართოება და სადეგუსტაციო-სადემონსტრაციო ივრცის მოწყობაც, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ სოფელ ასურეთში მყუდრო და სასიამოვნო გარემოში, გასინჯონ ასურეთული შავის, იგივე შალას ჭაშნიკი და გაეცნონ ღვინის წარმოების პროცესს.
  საკუთარ ვენახში მოყვანილი შალას ჯიშის ყურძნიდან აწარმოებს ღვინოს ადგილობრივი მეწარმე მამუკა ლაშხი, ეტიკეტზე დატანილი წარწერაელიზაბეტთალიკი ადგილწარმოშობაზე და ასურეთში ღვინის წარმოების ტრადიციებზე მიუთითებს. ღვინოზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ადგილობრივ მეწარმეს დაგეგმილი აქვს წარმოების გაზრდა და არსებული ვენახის გაშენება-გაფართოება.
როგორც ადგილობრივი მეწარმეები აღნიშნავენ, ასურეთში არსებობს ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობები, აქ წარმოებული ღვინის პოპულარიზაცია კი ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდას და ექსპორტზე გატანას, ამასთანავე გაიზრდება მეწარმეთა ინტერესი ტრადიციული მევენახეობის დარგის აღორძინების მიმართულებით
  ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის ფარგლებში. ადგილობრივი მეწარმეები ჩართულნი არიან სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაშიც და სამომავლო 2 წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა ჩამოყალიბდება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, მათი ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით

მნახველთა რაოდენობა: 6084
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 
2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918