თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა
27 ივნ 2018
 

  27 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. წინასწარ დაანონსებული დღის წესრიგის შესაბამისად განსახილველი თემები წარმოადგინეს: 2018 წლის 4 მაისის სხდომაზე თეთრიწყაროს მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებსა და თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გადაცემის საკთხზე რეკომენდაციები - გულიკო შოშტაშვილმა, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ხოლო მერიის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა გოგა ასუმბანმა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია და ასევე - ევროკავშირის ინიციატივამერები ეკონომიკური ზრდისთვის“.

საბჭოს წევრებს მიესალმა, მათი შრომა საპატიოდ შეაფასა და მუშაობაში წარმატებები უსურვა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ სამაშვილმა.

სხდომა საბჭოს წევრებისა და არაწევრი მოქალაქეების მონაწილეობით აქტიური დისკუსიით წარიმართა. დასმულ შეკითხვებს უპასუხეს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

საბჭომ კენჭი უყარა რეკომენდაციებს წინა სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებზე და ერთხმად მოიწონა. მანვე განსახილველად მიიღო დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი ტურიზმის განვითარების სტრატეგია და ევროკავშირის ინიციატივამერები ეკონომიკური ზრდისთვის“. თავის რეკომენდაციებს ამ დოკუმენტებზე მრჩეველთა საბჭო მომდევნო სხდომაზე წარადგენს.

 მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი სხდომის ოქმის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://tetritskaro.gov.ge/files/uploads/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%207.pdf 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4846
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4072
ივნ 27 პარ 2025
3983
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6910
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734